weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია

15:58 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომლის ფინანსურმა მდგომარეობამ უკანასკნელი 18 წლის მანძილზე 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ მონაცემებით, იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.

კონკრეტულად რომ განვმარტოთ, ჯეფ ბეზოსის ამჟამინდელი მდგომარეობა 100.3 მილიარდი დოლარით განისაზღვრება. ზემოთხსენებული ნიშნულის გადაცდენასა და ერთგვარი რეკორდის დამყარებაში მას „შავი პარასკევი“ დაეხმარა, რომლის წყალობითაც რამდენიმე დღეში მან 2.4 მილიარდი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ 1999 წელს, 100 მილიარდიან ნიშნულს ბილ გეიტსმა გადააჭარბა. ამჟამად მისი მდგომარეობა 86.8 მილიარდს შეადგენს, თუმცა რომ არა გეიტსის გულუხვი ქველმოქმედება, მისი კაპიტალი 150 მილიარდი უნდა იყოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]