weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ავღანეთში აფეთქებების სერიას 7 ადამიანი ემსხვერპლა

12:14 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

3 დეკემბერს, ავღანეთში, მოტოციკლით მოძრავმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, სულ მცირე ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. აფეთქება ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯალალაბადში, საფეხბურთო სტადიონთან მთავრობის მომხრეთა დემონსტრაციისას მოხდა. აფეთქებისას 8 ადამიანი დაშავდა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს ქაბულსა და ასევე ნანგარჰარში სულ მცირე ორი ადამიანი მოკლეს და ათამდე დაჭრეს ორი სხვადასხვა ინციდენტის დროს. ავღანეთის უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ჯალალაბადშიკერძო რადიო და ტელესადგურთან მოწყობილი აფეთქებისას. აფეთქება მაგნიტურმა ბომბმა, რომელიც რიქშაზე იყო მიმაგრებული გამოიწვია.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ავღანეთის არმიის ჯარისკაცებმა დაჯგუფება თალიბანის სპეცნაწილის, „წითელი რაზმად“ წოდებული ჯგუფის მეთაური მოკლეს. ავღანეთის დაზვერვის მთავარი უწყების ინფორმაციის თანახმად, მოლა შაჰ უალი, ასევე ცნობილი როგორც მოლა ნავერი, საჰაერო ოპერაციის დროს ჰელმანდის პროვინციაში გასულ კვირას მოკლეს. უალი „წითელი რაზმის“ მეთაური და ჰელმანდის ჩრდილოვანი გუბერნატორის მოადგილე სამი წლის წინ გახდა. ცნობილია, რომ მისი რაზმი განსაკუთრებით კარგადაა მომზადებული და , ამერიკული წარმოებისიარაღითაა აღჭურვილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]