weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის მოქალაქე Pokémon Go-ს ეკლესიაში თამაშისთვის დამნაშავედ სცნეს

15:04 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

რუსეთის სასამართლომ 22 წლის რუსი ბლოგერი რუსლან სოკოლოვსკი, რომელმაც ეკლესიაში პოპულარული თამაში Pokémon Go ითამაშა, სიძულვილის გაღვივებაში დამნაშავედ სცნო და პირობითი სასჯელი - სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სოკოლოვსკი გასული წლის სექტემბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან YouTube-ში განათავსა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო თუ როგორ თამაშობდა ეკლესიაში იმ დროისთვის სუპერპოპულარულ სატელეფონო თამაშს.

ქალაქ ეკატერინბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის ციხეში პატიმრობას, რასაც პროკურატურა ითხოვდა რუსლან სოკოლოვსკისათვის, რომელიც მთელი გამოძიების მანძილზე უარყოფდა წაყენებულ ბრალდებას და აცხადებდა, რომ იგი არ არის ექსტრემისტი და მის საქციელს ძალადობასთან საერთო არაფერი აქვს.

შეგახსენებთ, რომ იაპონურ ელექტროკონცერნ Nintendo-ს მიერ შექმნილი მედია-ფრანშიზა „პოკემონის“ მიხედვით სმარტფონებისთვის შექმნილმა თამაშმა Pokémon Go, მასიური ისტერია გამოიწვია. სატოში ტაძირის გამოგონილი მედია-ფრანშიზა „პოკემონი“, რომელიც ვიდეო და კონსოლ-თამაშებს, ანიმე-სერიალებს, ფილმებსა და მანგებს (იაპონური კომიქსი) აერთიანებს,  გასულ წელს 20 წლის გახდა. ბრენდმა ხელახალი საყოველთაო ყურადღება 2016 წლის 6 ივლისს გამოსული მულტიპლეერ მობილური აპლიკაციით მიიპყრო, რომელიც მოკლე დროში გახდა სუპერპოპულარული: სმარტფონებითა და პლანშეტებით აღჭურვილი მოთამაშეები მთელ მსოფლიოში თამაშობდნენ Pokémon Go-ს, ქუჩებში დახეტიალობდნენ და ვირტუალურ არსებებს ეძებდნენ, რომლებიც სმარტფონების მეშვეობით ჩანან რეალურ სივრცეში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]