weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის საჰაერო ძალების მონაწილეობით მოწყობილ იერიშს სირიაში 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

13:44 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

3 დეკემბერს რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო ჯარების ერთობლივი იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ და ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ გაავრცელეს.

ყველაზე დიდი მსხვერპლი - 17 ადამიანის სიკვდილი, დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს მდებარე რაიონ აღმოსავლეთ ღუტაში საცხოვრებელი კვარტლისა და ბაზრის დაბომბვას მოჰყვა. უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო 20 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ გუთაში დაიღუპა 200-მდე სამოქალაქო პირი, მათ შორის - ბავშვები.

გაეროს მონაცემებით, რეგიონში 400 ათასამდე სამოქალაქო პირი იმყოფება და მათი უმრავლესობა ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, მაგრამ აღმოსავლეთ ღუტას საზღვრებზე გაეროს არ ატარებენ.

აღმოსავლეთ ღუტა მიეკუთვნება სირიაში სამხედრო კონფლიქტის დეესკალაციის ზონებს, მაგრამ რეგიონიდან ვრცელდება ცნობები, რომ შეტაკებები მაინც გრძელდება. დეესკალაციის ზონებში ძალადობის შეწყვეტის გარანტორები კი რუსეთი, ირანი და თურქეთი არიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]