weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იემენში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მოკლეს

15:00 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

იემენელი მეამბოხეების განცხადებით, მოკლულია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი, რომელიც ჯერ ჰუთიტი მეამბოხეების მოკავშირე იყო, შემდეგ კი მათ მოწინააღმდეგედ იქცა.

მეამბოხეებმა განცხადება 4 დეკემბერს, მოკლული სალეჰის ფოტოს ინტერნეტში გავრცელების შემდეგ გააკეთეს. სალეჰის სიკვდილი მეამბოხეებისგან კოტროლირებულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ექს-პრეზიდენტი დედაქალაქ სანადან გაღწევას ცდილობდა.

სალეჰმა 2 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ირანის მხარდაჭერით მოქმედ ჰუთიტ მეამბოხეებთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მანამდე სამი წლის განმავლობაში, ის მეამბოხეებთან ერთად მართავდა იემენის დედაქალაქ სანას, ისე კი 30 წელიწადზე მეტხანს იდგა ხელისუფლების სათავეში, ვიდრე 2012 წელს დემონსტრანტები განდევნიდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]