ტურისტ ქალს „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ვულკანური კუნძულის, ქოქოსის მახლობლად დაივინგის დროს ვეფხვისებრი ზვიგენი (Galeocerdo cuvier) დაესხა თავს. სხეულის დაზიანებები ასევე მიიღო მისმა 26 წლის გიდმა.
ბიოლოგებისა და სპეციალისტების შეფასებით, ვეფხვისებრი ზვიგენი როგორც წესი ადამიანს თავს არ ესხმის, ამიტომაც ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც ზვიგენის მხრიდან არაპროვოცირებული თავდასხმით მოხდა, საკმაოდ იშვიათ მოვლენად შეფასდა.
ზვიგენის აღნიშნული სახეობა კუნძულ ქოქოსზე 30 წლის განმავლობაში იყო გამქრალი და სანაპირო წყლებში ის მხოლოდ 2012 წელს დაბრუნდა.