თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე ოგასტ ეიმსმა „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი საკუთარ პოზიციას იცავდა გეი მსახიობთან ერთად ფილმში მონაწილეობაზე უარის თქმაზე, რასაც ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში მისი მისამართით უამრავი დამამცირებელი კომენტარი მოჰყვა. ოგასტ ეიმსი ჰომოფობიაში ღიად დაადანაშაულეს, რამაც მას სუიციდისკენ უბიძგა.
ოგასტ ეიმსი პორნოინდუსტრიაში 2013 წლიდან მოღვაწეობდა და გადაღებული იყო 270-ზე მეტ პორნოფილმში. იგი ქორწინებაში იმყოფებოდა პორნოსტუდია Evil Angel-ის პროდიუსერ კევინ მურთან, რომელმაც მეუღლის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით მოითხოვა, რომ მძიმე პერიოდში მედიამ არ შეაწუხოს და სიმშვიდის საშუალება მისცენ.