weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ერაყმა განაცხადა, რომ ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან” ომი დაასრულა

12:03 კვირა, 10 დეკემბერი 2017

ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ომი საბოლოო გამარჯვებით დაასრულა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჰეიდარ ალ-აბადის განცხადებით, ერაყის ტერიტორია მთლიანად არის გათავისუფლებული ექსტრემისტებისგან, ხოლო სირიასთან საზღვარს ერაყელი სამხედროები აკონტროლებენ.

“ჩვენს მტრებს სურდათ, ჩვენი ცივილიზაციის განადგურება, მაგრამ ჩვენმა ერთიანობამ და რწმენამ გამარჯვება მოგვიტანა”, - განაცხადა ჰეიდარ ალ-აბადიმ 9 დეკემბერს, ბაღდადში.

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ერაყისა და სირიის ტერიტორიების დიდი ნაწილი 2014 წლის დასაწყისში დაიკავა და მასზე “ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო” გამოაცხადა. დაპყრობილ ტერიტორიაზე 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ” რამდენიმე სერიოზული მარცხი განიცადა. 2015 წლის მარტში ერაყის სამთავრობო ძალებმა და შიიტურმა შენაერთებმა ქალაქი ტიკრიტი გაათავისუფლეს, 2015 წლის დეკემბერში - რამადი, 2016 წლის ივნისში - ფალუჯი. 2016 წლის ოქტომბრეში ერაყის სამთავრობო ძალებმა, შიიტურმა შენაერთებმა, ქურთებმა და საერთაშორისო ძალებმა ქალაქი მოსული ალყაში მოაქციეს და 9 თვიანი ბრძოლის შედეგად გაათავისუფლეს. ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ” ასევე დაკარგა კონტროლი “ხალიფატის” დედაქალაქად გამოცხადებულ სირიის ქალაქ რაქაზე.

“ბი ბი სის” ინფორმაციით, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების ნაწილი სირიას აფარებს თავს, ნაწილმა კი, სავარაუდოდ, თურქეთის საზღვრის გავლით ქვეყანა დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]