„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის სოციალური და ეკონომიკური რეფორმების პროგრამის „ხედვა 2030“-ის ნაწილია.
კონსერვატიულ მუსლიმურ სამეფოში კინოთეატრები 1970-იან წლებში არსებობდა, მაგრამ სასულიერო პირებმა ხელისუფლება დაარწმუნეს მათი დახურვის მიზანშეწონილობაში. 2017 წლის იანვარში, მთავარმა მუფტმა აბდულ აზიზ ალ ალ-შეიხმა განაცხადა, რომ კინოთეატრი „უზნეობაა“ და თუ ნებადართული იქნება, ხალხს „მორალურად გახრწნის“.