weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვლადიმერ პუტინმა სირიიდან რუსეთის ჯარის გაყვანა გადაწყვიტა

15:34 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა, სადაც ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე მივიდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს შეხვდა. პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელებს დაავალა, სირიიდან რუსული ჯარის გაყვანა დაიწყონ.

პუტინის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის არმიასთან ერთად საერთაშორისო ტერორისტების ყველაზე ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება გაანადგურეს.

„ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სირიაში მყოფი რუსული სამხედრო კონტიგენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სახლში, რუსეთში დაბრუნდება. თქვენ გამარჯვებულები უბრუნდებით სამშობლოს, ახლობლებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს და მეგობრებს. სამშობლო გელით, მეგობრებო. კეთილი მგზავრობა და მადლობას გიხდით სამსახურისთვის“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, „თუ ტერორისტები კვლავ წამოწევენ თავს, რუსეთი მათზე ისეთ დარტყმას მიიტანს, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ“.

რუსეთის სამხედრო ძალები სირიაში 2015 წლის სექტემბრის ბოლოს გაიგზავნა. რუსეთის ფედერაციის სათათბიროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე მიიღეს. რუსეთის არმიისა და ფლოტის რეგულარული ნაწილების გარდა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლებში რუსული დაქირავებული ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]