weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

“ფემინიზმი” Merriam-Webster-მა 2017 წლის სიტყვად დაასახელა

01:24 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

ამერიკული ონლაინ ლექსიკონის Merriam-Webster-ის შემქმნელებმა 2017 წლის სიტყვად “ფემინიზმი” (Feminism) დაასახელეს. მიმდინარე წელს ლექსიკონში ამ სიტყვის ძებნის მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 70%-ით არის გაზრდილი.

ინტერნეტმომხმარებლებმა ფემინიზმის განმარტება ყველაზე მეტჯერ პირველად იანვარში მოძებნეს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში “ქალთა მარში” გაიმართა. ერთ-ერთი პიკი კი რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა, როდესაც მედია აქტიურად წერდა ჰოლივუდში, და არამხოლოდ ჰოლივუდში, სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ, სოციალურ ქსელებში კი კამპანია #metoo (#მეც) დაიწყო.

“ფემინიზმი - თეორია სხვადასხვა სქესის ადამიანების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის შესახებ; ორგანიზებული საქმიანობა ქალების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად”, - ასე განმარტავს სიტყვა “ფემინიზმს” Merriam-Webster-ის ლექსიკონი.

ეს სიტყვა ლექსიკონში პირველად 1941 წელს მოხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]