weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

OIC-მ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად გამოაცხადა

23:07 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OIC) აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად გამოაცხადა და საერთაშორისო საზოგადოებასაც იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სტამბულში დღეს გაიმართა და მას 57-ვე წევრი სახელმწიფოს ლიდერი ესწრებოდა.

სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია „მკაცრად უარყოფს და გმობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცალმხრივ გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების თაობაზე“.

სამიტზე იერუსალიმის პალესტინის „ოკუპირებულ დედაქალაქად“ აღიარების მოწოდებით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვიდა. მან ისრაელი კიდევ ერთხელ მოიხსენია „ტერორის“ სახელმწიფოდ.

„მე ვთხოვ ყველა სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და კანონს, აღიაროს იერუსალიმი პალესტინის ოკუპირებულ დედაქალაქად. ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური გადაწყვეტა. დროა შევაჩეროთ ისრაელი, რომელიც პალესტინას დღითიდღე ართმევს ყველა დიდ ტერიტორიას.  ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამ ქვეყნის პოლიტიკას და გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის იღებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ დაასრულა ამ ქვეყნის, როგორც სამშვიდობო შუამავლის როლი ახლო აღმოსავლეთში. ხოლო ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდა ითანამშრომლონ პალესტინელთა უფლებების დაცვის საკითხში.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სასწრაფო წესით მას შემდეგ მოიწვიეს, რაც გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. შეხვედრა მიზნად ისახავდა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის შემუშავებას.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1969 წელს შეიქმნა. ის ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორმხრივ გადაწყვეტას უჭერს მხარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]