ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მას პრაქტიკულად მზად აქვს საარჩევნო პროგრამა, რომლის უმთავრესი საკითხებია: ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება და მოქალაქეთა შემოსავლების გაზრდა.
შეკითხვაზე, მოსაწყენი ხომ არაა არჩევნებში რეალური კონკურენციის გარეშე მონაწილეობა, პუტინმა უპასუხა, რომ კონკურენტებს თავად ვერ აღზრდიდა, თუმცა პოლიტიკური გარემო კონკურენტული უნდა იყოს.