weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რომელი მოვლენა, ადამიანი და გარდაცვალება იყო ყველაზე პოპულარული „გუგლში“ 2017 წელს

17:38 ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017

კომპანია „გუგლმა“ 2017 წლის ყველაზე პოპულარული თემების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც ინტერნეტ-საძიებო სისტემის ყურადღების ცენტრში მოექცა.

თემა, რომელსაც „გუგლის“ მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებდნენ ქარიშხალი „ირმაა“, მეორე ადგილზეა iPhone 8, მესამეზე - iPhone X, მეოთხეზე - ტელეწამყვანი მეტ ლაუერი, რომელიც NBC-დან სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო გაუშვეს, ხოლო ხუთეულს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წევრი, პრინცი ჰარის საცოლე მეგან მარკლი ასრულებს.

რაც შეეხება კონკრეტულად ყველაზე ხშირად მოძებნილ პიროვნებებს, აქ მეტ ლაუერი პირველ ადგილზეა, მეორეზე - მეგან მარკლი, მესამეზე - იტალიელი ტელეწამყვანი ნადია ტოფა, რომელმაც ბირთვული დაბინძურების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მეოთხეზე გავიდა სექსუალურ სკანდალებში დადანაშაულებული გავლენიანი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, მეხუთე ადგილს კი ორი ოსკარის მფლობელი ჰოლივუდელი ვარსკვლავი, ასევე სექსუალურ სკანდალებში გახვეული კევინ სპეისი იკავებს.

გლობალურ ნიუსებში პირველ ადგილზე ქარიშხალი „ირმაა“, მეორეზე - ბიტკოინი, მესამეზე - სროლა ლას ვეგასში, მეოთხეზე - ჩრდილოეთ კორეა, ხოლო მეხუთეზე - მზის დაბნელება.

ყველაზე ხშირად მოძებნილი მსახიობების ხუთეული კი ასე გამოიყურება: მეგან მარკლი, კევინ სპეისი, გალ გადოტი, ლუი სი კეი და ბილ სკარსგორდი.

სპორტულ მოვლენებს შორის პირველ ადგილზე უილმბდონია, მეორეზე - სუპერ ბოული, მესამეზე მეივეზერ-მაკგრეგორის ორთაბრძოლა, მეოთხეზე - ტურ დე ფრანსი, მეხუთეზე კი - ბეისბოლის მსოფლიო სერია.

მუსიკოსების ხუთეული ასე გამოიყურება: არიანა გრანდე, Linkin Park, ლედი გაგა, მერაია კერი და ედ შირანი. ფილმების ხუთეული კი შემდეგნაირია: It, Wonder Woman, The Beauty and the Beast, Logan, Justice League.

გარდაცვალებებში, რომლებიც საძიებო სისტემის ყურადღების ცენტრში მოექცა, პირველ ადგილზე ტომ პეტია, მეორეზე - ჩესტერ ბენინგტონი, მესამე ადგილზე ქრის კორნელია, მეოთხეზე - ბილ პაქსტონი, მეხუთეზე კი - ჰიუ ჰეფნერი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]