weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომპანია „დისნეიმ“ კორპორაცია 21st Century Fox შეიძინა

12:44 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017

საუკუნის გარიგება, რომელზეც ბოლო პერიოდში გამუდმებით საუბრობდნენ, განხორციელდა. კომპანია „დისნეიმ“ მედია მაგნატ რუპერტ მერდოქის კუთვნილებაში არსებული კორპორაცია 21st Century Fox-ის აქციათა უმრავლესობა 52.4 მილიარდ დოლარად შეიძინა.

ხსენებული კორპორაციის უმთავრესი აქტივი ცნობილი სტუდია „მე-20 საუკუნე ფოქსია“, მისი გადაბირებით კი „დისნეი“ ტელე და კინოინდუსტრიის უდიდესი მოთამაშე გახდება, რადგან მის კუთვნილებაში ასევე აღმოჩნდა კორპორაციის ტელეარხი, ასევე სტუდია „მარველი“ და ტელეარხები - FX და National Geographic.

სპეციალისტები, კრიტიკოსები და მიმომხილველები უკვე საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ჰოლივუდი „დისნეის“ამ გადადგმული ნაბიჯით. ჩნდება შეკითხვები: თუ რა როლს შეასრულებენ ამეირიდან მამა-შვილი, რუპერტ და ჯეიმს მერდოქები, გაააგრძელებს თუ არა საბავშვო-საოჯახო პროდუქციაზე ორიენტირებული „დისნეი“ ისეთი პროდუქციის წარმოებას, როგორითაც „ფოქსი“ იყო პოპულარული, მათ შორის არასაბავშვო ფილმებით, სერიალებითა და ფრანშიზებით, დაკარგავს თუ არა უამრავი ადამიანი სამუშაო ადგილს, გაიყიდება თუ არა „ფოქსის“ საინფორმაციო სააგენტო და სხვა.

ცნობილია, რომ „დისნეის“ ტრანსფორმაცია 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანიის სათავეში ბობ აიგერი მოვიდა, რუპერტ მერდოქის იმპერიის შეძენამდე კი „დისნეიმ“ 2012 წელს კომპანია Lucasfilm-ის შეძენით გააოცა მსოფლიო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]