უკრაინული მხარის ინფორმაციით, სეპარატისტებმა 14 ჭურვი ისროლეს და მძიმე არტილერია გამოიყენეს, სეპარატისტები კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მრავალჯერ დაარღვის ზავი, გამოიყენეს საიერიშო შაშხანები, ყუმბარმტყორცნები, ჭურვები და არტილერია.
მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე ბოლო შეთანხმება მიმდინარე წლის 22 აგვისტოს გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბრის დროს შედგა.
ცნობილია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილში დაწყებულ შეტაკებებს 10 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.