სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობისთვის დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. აქლემისთვის ოპერაციის ჩატარების ფასი 1000 დოლარიდან იწყება, რენტგენის მომსახურება კი სულ მცირე 110 დოლარი ღირს.
გარდა იმისა, რომ საავადმყოფო აქლემების ჯანმრთელობაზე იზრუნებს, ის მედიცინის ამ მიმართულების განვითარებას და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც გეგმავს.
აქლემი გაერთიანებულო საამიროების სიმბოლოა. აუქციონზე ამ ცხოველის ფასი რამდენიმე მილიონი დოლარია.