ოთხივე მათგანის ჩაცმულობაში ცისფერი ტონი შეინიშნება. მისალოც ბარათთან ერთად, პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა ახალი ინფორმაციაც გამოაქვეყნეს: იანვრიდან პრინცესა შარლოტა კენსიგტონში მდებარე უილკოქსის ბაგა-ბაღში ივლის.
ფოტოს ავტორი ქრის ჯექსონია, გადაღების ადგილი კი კენსინგტონის სასახლე იყო. აღსანიშნავია, რომ ფოტო ჯერ კიდევ მაშინაა გადაღებული, სანამ კემბრიჯის ჰერცოგინია მესამე ბავშვზე იქნებოდა ორსულად.