weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბრიტანეთში საავადმყოფოების კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა

10:48 შაბათი, 13 მაისი 2017

12 მაისს დიდ ბრიტანეთში მოქმედ 16 სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული კიბერშეტევების გამო, ჯანდაცვის სახელმწიფო ცენტრები იძულებული გახდნენ, გაეუქმებინათ ან გადაემისამართებინათ სასწრაფო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გამოძახებები და პაციენტებს მოუწოდებდნენ, მიემართათ სხვა კლინიკებისთვის.

ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ბრიტანეთის ჯანდაცვის მომსახურების ცენტრის კომპიუტერების ეკრანები ჩანს, რომლებზეც მითითებულია მოთხოვნა ელექტრონული ვალუტით, ე.წ. „ბიტკოინებით“ 300 ამერიკული დოლარის გადახდის შესახებ. განცხადება ასევე იუწყებოდა, რომ კომპიუტერულ სისტემაში არსებული დოკუმენტები დაშიფრული იყო.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, ისინი იძიებენ აღნიშნულ შემთხვევებს, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოიწვია ერთ-ერთმა კომპიუტერულმა ვირუსმა „ვანა დეკრიპტორმა“.

ჯერ-ჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ბრიტანულ საავადმყოფოებზე მოწყობილ კიბერშეტევასა და ესპანეთის რამდენიმე მსხვილი კომპანიის, მათ შორის სატელეკომუნიკაციო კომპანია „ტელეფონიკის“ წინააღმდეგ იმავე დღეს განხორციელებულ კიბერთავდასხმებს შორის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]