weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა კვლევის საიდუმლო პროგრამაში 22$ მლნ დახარჯა

14:38 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, 2008-2011 წლებში შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ დახარჯა 22 მილიონი დოლარი დახარჯა გასაიდუმლოებულ პროგრამაზე, რომლის მიზანიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა (UFO) მხრიდან მომდინარე საფრთხეების კვლევა იყო. აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში პენტაგონმა საიდუმლო პროგრამის არსებობა აღიარა.

მოწინავე საავიაციო საფრთხის იდენტიფიკაციის პროგრამა (Advanced Aerospace Threat Identification Program) 2007 წელს ნევადელი სენატორის, ჰარი რეიდის მოთხოვნის საფუძველზე სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს შემადგენლობაში ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს პროგრამას სამთავრობო დაფინანსება შეუწყდა, ის მუშაობას მაინც აგრძელებდა.

პროგრამის საწყის წლებში პენტაგონმა გამოყოფილი 22 მილიონის დიდი ნაწილი რობერტ ბიგელოუს კუთვნილ აეროკოსმოსურ კომპანიას მისცა. ამ მილიარდერ ბიზნესმენს მტკიცედ სწამს, რომ არამიწიერი ცივილიზაციები არსებობენ და დედამიწასაც სტუმრობენ. ცნობილია, რომ ბიგელოუ სენატორ ჰარი რეიდის ახლო მეგობარია (2004-2010 წლებში სწორედ იგი აფინანსებდა რეიდის საარჩევნო კამპანიას) და თავდაპირველად სწორედ მან დააინტერესა სენატორი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებითა და უცხოპლანეტელებით.

CIA-ს ანალიზების მიხედვით, ცნობილია, რომ 1947 წელს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გაუშვეს პროექტი, რომლის მიზანიც იყო „ასეთ მოვლენებთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, შეფასება და მთავრობისთვის მიწოდება. პროგრამა ეყრდნობოდა რწმენას, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები შეიძლება მართლაც არსებობდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უსაფრთხოებას“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]