weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთში საჯარო სამსახურებიდან კიდევ 2700 პირი გაათავისუფლეს

11:40 ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017

თურქეთის ხელისუფლება აგრძელებს ზეწოლის კამპანიას, რომელიც გასულ წელს მომხდრი გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო - ქვეყნის საჯარო სამსახურებიდან ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის ბრალდებით, კიდევ 2756 პირი გაათავისუფლეს.

24 დეკემბერს გამოქვეყნებული სამთავრობო ბრძანების მიხედვით, გათავისუფლებულ მუშაკთა სია მოიცავს სამხედრო სტრუქტურების 637 წარმომადგენელს, ჟანდარმერიის 360 წევრსა და 150 პირს უნივერსიტეტებიდან და სხვა აკადემიური დაწესებულებებიდან.

როგორც ცნობილია, 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეთჰულა გიულენს სდებს ბრალს. თავად გიულენი უარყოფს კავშირს გადატრიალების მცდელობასთან, რომელსაც 240 ადამიანი ემსხვერპლა.

ხელისუფლების მიერ გატარებული კამპანიის შედეგად, საერთო ჯამში, სამსახურები დაატოვებინეს 110 000-ზე მეტ პირს, გიულენთან ან ექსტრემისტულ ჯგუფებთან კავშირების ბრალდებებით 50 000-მდე მოქალაქე დააპატიმრეს. მთავრობა ირწმუნება, რომ ზეწოლის ეს კამპანია აუცილებელია საიმისოდ, რათა განეიტრალდეს გიულენის მოძრაობის მიმდევართაგან კვლავაც მომდინარე საფრთხე.

პრემიერ მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ მომავალ წელს საჯარო სამსახურში მუშაობას 110 000 ახალი მუშაკი დაიწყებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]