„მათ, ვინც არ იცავენ ისლამურ დრესკოდს, აღარ გადაიყვანენ დაკავების ცენტრებში და არც სასამრთლო განიხილავს მათ წინააღმდეგ საქმეებს“, - განაცხადა თეირანის პოლიციის უფროსმა, გენერალმა ჰოსეინ რაჰიმიმ.
ირანული საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ ინფორმაციით, ჩაცმულობაზე დაწესებული შეზღუდვები თეირანის გარეთ შენარჩუნდება.
1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანში ქალებს კონსერვატიულად ჩაცმა მოეთხოვებათ. არსებული წესების მიხედვით, ქალებმა თმა სრულად უნდა დაიფარონ და ფართო, გრძელი ტანსაცმელი ეცვათ. ზნეობის პოლიცია იმ მამაკაცებსაც აჩერებს, ვისაც ე.წ. შორტები აცვიათ ან უპერანგოდ დადიან. პრეზიდენტ ჰასან რუჰანის გაცხადებული აქვს, რომ რელიგიური კანონების გატარება პოლიციის საქმე არ არის.