weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება გადაიბარა

10:40 ორშაბათი, 15 მაისი 2017

პარიზში, ელისეს სასახლეში ჩატარებული ცერემონიის შემდეგ საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელისუფლება ოფიციალურად გადაიბარა.

ცერემონიამდე მაკრონი დახურულ კარს მიღმა შეხვდა უკვე ყოფილ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, რომლის 5-წლიანი მმართველობა ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეთ ხასიათდებოდა. შეხვედრაზე მაკრონმა საფრანგეთის ბირთვული იარაღის, ე.წ. „ბირთვული ჩემოდნის“ კოდები მიიღო.

ინაუგურაციის დროს ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ფრანგ ხალხს საკუთარი ქვეყნის მომავლის რწმენას აღუდგენს. მაკრონის განცხადებით, ის ევროკავშირის გაძლიერებისა და რეფორმირების მხარდამჭერი იქნება. „ევროკავშირი უნდა გახდეს უფრო დემოკრატიული. ის  ჩვენი სუვერენიტეტის გარანტია“, - აღნიშნა მან.

დღეს საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში გაემგზავრება, სადაც გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება.

39 წლის ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია. ის ყოფილი ბანკირი და ეკონომიკის მინისტრია, რომელმაც ცენტრისტული მოძრაობა მხოლოდ ერთი წლის წინ დააფუძნა.

ემანუელ მაკრონმა 7 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. საბოლოო მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 66.1% მიიღო და ულტრამემარჯვენე კონკურენტი მარინ ლე პენი დაამარცხა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]