საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
კენეტ სონგი - მონტესიტო, კალიფორნია: მასიური მეწყერის შემდეგ მეხანძრეებს რამდენიმე საათით მიწაში მოყოლილი 14 წლის გოგონა ამოჰყავთ.
რობინ ბეკი - ბერბანკი, კალიფორნია: ტალახით სავსე ავტომობილი მეწყერის შემდეგ.
კლაუდიო ჯოვანინი - ფლორენცია, იტალია: ტექნიკოსი სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის გუმბათთან.
მარკიან ლისეიკო - დონეცკი, უკრაინა: სამთავრობო ძალები ჰაუბიცადან ისვრიან საარტილერიო ცეცხლს სოფელ ნოვოლუგანსკოეს მიმართულებით.
აბდულმონამ ეასა - ჰამურია, სირია: ავიაიერიშის შემდეგ მედმუშაკს დაზიანებული ბიჭი ჯიჰადისტების ხელში არსებული ქალაქიდან გაჰყავს.
ელისონ ჯოისი - კოქსის ბაზარი, ბანგლადეში: როჰინჯა მუსლიმი ბავშვები ბალუხალის ლტოლვილთა ბანაკში ყურანს სწავლობენ.
სტივ ქრისტო - სიდნეი, ავსტრალია: ელვა ანჟელიკ კერბერისა და ლუსი შაფაროვას საჩოგბურთო მატჩზე.
ჯეფ რობინსი - ონტარიო, კანადა: ბაზა ნიაგარის ჩანჩქერის მახლობლად.
არიანა კუბილიოსი - კარაკასი, ვენესუელა: ადამიანები მდინარე გუაირეს ჩამოტანაილ ნაშალს ოქროს პოვნის იმედით სინჯავენ.
რიკარდო მასალანი - პისკო, პერუ: დაკარი 2018 რბოლის მონაწილე არგენტინელმა პილოტებმა ალისია რეინამ და კარლოს დანტე პელაიომ დამწვარი „ტოიოტადან“ გამოსვლა მოასწრეს.
კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11