ერიკ ფაფერბერგი - პარიზი, საფრანგეთი: ახალდარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლუვრში არსებული პირამიდის წინ სიტყვით გამოსვლისას.
ჟან-სენასტიან ევრარი - ნანტი, საფრანგეთი: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით უკმაყოფილო დემონსტრანტები ცრემლსადენ გაზში გადაადგილდებიან.
მაია ალერუცო - მოსული, ერაყი: „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საომარ ადგილად ქცეულ ქალაქში მამაკაცს თავისი ორი შვილი ბორბლებიანი სავარძლით გადაჰყავს.
მოჰამად თოროქმანი - რამალა, პალესტინა/დასავლეთ სანაპირო: ისრაელის ციხეებში დატყვევებული პალესტინელი პატიმრების მხარდასაჭერი აქციის მონაწილე ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმს შურდულიდან ესვრის.
ოდედ ბალილტი - აშდოდი, ისრაელი: რუსი-ებრაელი ომის ვეტერანები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
დონატ სოროკინი - ეკატერინბურგი, რუსეთი: არმიელები დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე.
იური კოჩეტკოვი - სოჭი, რუსეთი: პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკურორტო ქალაქში გასამართ ჰოკეის გალა-მატჩზე გამოსვლისას.
დიმიტრი ლოვეცკი - პოდოლიე, რუსეთი: თოვლში სასეირნოდ გამოსული ქალი თავის ძაღლთან ერთად სოფელ პოდოლიეში.
კინ ჩეუნი - ჰონ-კონგი: სუეტ-ვენ ლი თავის ორ შვილთან ერთად 36 მ2 ოთახში ცხოვრობს, სადაც 4500 ჰონ-კონგური დოლარის (1400 ლარი) ქირასა და გადასახადებს იხდის. მისი ყოველთვიური შემოსავალი, რომელსაც ტორტების ცხობით შოულობს, 10 000 ჰონ-კონგური დოლარია (3125 ლარი)
ხუან ბარეტო - კარაკასი, ვენესუელა: ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს საწინაღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელი ცრემლსადენი გაზის ტყვიას ისვრის.