ადგილობრივი პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, სამი ჭურვი ბაზრობაზე ჩავარდა, რომელიც ხაჯა საჰიბ პოშის რაიონში კვირაში ერთხელ იმართება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ ადგილობრივი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა თალიბანმა მოაწყო.
ავღანეთის მთავრობა, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ცდილობს, ძირითადად, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს თალიბანსა და ექსტრემისტების სხვა ჯგუფებს მას შემდეგ, რაც 2014 წელს ქვეყანა NATO-ს ჯარების უდიდესმა ნაწილმა დატოვა.