weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყაზახეთში უბედურ შემთხვევას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

14:20 ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018

ყაზახეთში მდებარე ქალაქ აყტობეს ოლქში სამგზავრო ავტობუსის დაწვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა საავტომობილო მაგისტრალზე, რომელიც ყაზახეთის ქალაქ შიმქენთს რუსეთის ქალაქ სამარასთან აკავშირებს. საგანგებო სიტუაციათა რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, დაღუპულები უზბეკეთის მოქალაქეები იყვნენ.

სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელ რუსლან იმანკულოვის ცნობით, ავტობუსში 55 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. მათგან ხუთმა ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გაღწევა შეძლო, დანარჩენები კი ადგილზე დაიღუპნენ.

„იკარუსის“ მარკის სამგზავრო ავტობუსში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში მყოფთა უმრავლესობა შრომითი მიგრანტი იყო და რუსეთში მიემგზავრებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]