140 კმ/სთ სიძლიერის ქარიშხლის გამო ამსტერდამის აეროპორტმა „სხიპჰოლმა“ ყველა ფრენა გადადო. ჰოლანდიასა და გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში შტორმმა შენობები დააზიანა და ხეები მოგლიჯა.
ნიდერლანდებში სამი ადამიანი წაქცეულმა ხეებმა იმსხვერპლა, გერმანიაში მსგავსი მიზეზით 1 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე ასევე ერთი დაღუპულია ბელგიაში.