19 იანვრის თავდასხმა ბურიატიის რესპუბლიკაში მოხდა, დედაქალაქ ულან-უდესგან ოცამდე კილომეტრის მოშორებით. მეცხრეკლასელი მოსწავლე მარტო მოქმედებდა, როდესაც მეშვიდეკლასელებსა და ერთ მასწავლებელს დაესხა თავს და შემდეგ აალებადი სითხით სკოლას ცეცხლი წაუკიდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ბოლო კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მოზარდები სკოლებში სხვა მოსწავლეებს ესხმიან თავს და შესაბამისად, გამოძიება ინციდენტების ერთმანეთთან შესაძლო კავშირზე მიმდინარეობს.