ქოლერა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც დაბინძურებული წყალი და საკვები იწვევს. მისი სიმპტომებია დიარეა და ღებინება. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ქოლერა ადამიანს რამდენიმე საათში კლავს.
გაეროს მონაცემებით, იემენში დაახლოებით 7,6 ადამიანს (მოსახლეობის ერთი მესამედი) სუფთა საკვებსა და სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება, რაც დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია ისიც, რომ იემენში ამბოხებულ ხუსიტებსა და მთავრობას შორის 2014 წელს დაწყებული ომი გრძლედება, რის გამოც ჯანდაცვის დაწესებულებების თითქმის ნახევარმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
იემენის ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ეპიდემიასთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს.