weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

23:51 შაბათი, 20 იანვარი 2018

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე, აფრინის რაიონში სირიელი ქურთების წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია დაიწყო. გენერალური შტაბის განცხადებით, ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ სირიის ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემით ჩატარდება და მისი სამიზნე ტერორისტები არიან.

თურქეთის ხელისუფლება სირიელი ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებს ტერორიზმის მხარდაჭრაში ადანაშაულებს, რაც თურქეთში ქურთი მეამბოხეების მხარდაჭერას გულისხმობს.

20 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აფრინის ოპერაციის დასრულების შემდეგ თურქეთის სამხედროები ქურთთა შენაერთებს ქალაქ მანჯიბიდან და ჩრდილოეთ სირიის იმ ნაწილებიდან გააძევებენ, რომელიც თურქეთის საზღვართანაა.

„თანდათან ჩვენ გავანადგურებთ ამ ტერორის კორიდორს. შემდეგი მანჯიბი იქნება. ოპერაცია დასრულდება მაშინ, როდესაც თურქეთის საზღვართან ყველა ტერორისტი განადგურდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის წარმოშობით ქურთმა ვიცე-პრემიერმა, ბექირ ბოზდაღმა განმარტა, რომ სამხედრო კამპანია არ არის სირიის ხელისუფლების და მისი ხალხის ან ამ რეგიონში მცხოვრები არაბებისა და ქურთების წინააღმდეგ, არამედ მიმართულია „დაეშის“ (ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“), ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK), დემოკრატიული კავშირის პარტიის (PYD) და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

„ოპერაციის ერთადერთი სამიზნე ტერორისტული ჯგუფები, ტერორისტები და მათი ბარაკები, თავშესაფრები, იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობაა. სამოქალაქო პირები არ არიან სამიზნე. ყველანაირი დაგეგმვითი სამუშაო ჩატარდა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფთხის შექმნა, ამისთვის ყველა ზომა მიღებულია“,- განაცხადა ბოზდაღმა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს მოუწოდა ფოკუსი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე გააკეთოს. აშშ-მა აფრინის რაიონში თურქეთის მოქმედება დესტაბილიზაციად შეაფასა.

როგორც „როიტერი“ წერს, ქურთების შენაერთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირდაპირი სამხედრო მოქმედებები სირიის სამოქალაქო ომში ახალ ფრონტს ხსნის, რამაც შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს თურქეთსა და აშშ-ს შორის. ეს უკანასკნელი მხარს უჭერს ქურთების შენაერთებს, რომლებიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]