weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქაბულში სასტუმროზე თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა

14:35 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ ქაბულში არსებულ სასტუმროზე 20 იანვარს განხორციელებულ თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო.

შაბათ საღამოს სასტუმროში შტურმით შეჭრილი ექსტრემისტები 12 საათის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას შემთხვევის ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმს.

11 დაღუპული კერძო ავღანული ავიაკომპანია KamAir-ს თანამშრომელია. ისინი ქაბულში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ. ასევე ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის 6 უკრაინის მოქალაქეა, ერთი კი - ყაზახეთის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]