weather cur horoscope tv
ოქტომბერი 01, 2022

კომპანია „ამაზონმა“ მაღაზია გახსნა, რომელსაც სალარო არ აქვს

10:35 სამშაბათი, 23 იანვარი 2018

კომპანია „ამაზონის“ პირველი სუპერმარკეტი, რომელშიც სალაროები არ არსებობს, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში გაიხსნა. სუპერმარკეტ Amazon Go-ში მომხმარებლები სასურველ პროდუქტებს იღებენ და მაღაზიას ტოვებენ, თითოეულ დახლზე არსებული სასწორი აღებულ საქონელს აღრიცხავს, პროდუქტების საფასური კი მომხმარებელთა „ამაზონის“ ანგარიშიდან ავტომატურად იჭრება.

მაღაზიაში შესასვლელად საჭიროა სპეციალური მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა. შესვლისას და გამოსვლისას მომხმარებლები სმარტფონს სპეციალურ ტურნიკეტზე გაატარებენ.

თავდაპირველად სიახლის მუშაობაში პრობლემები ხალხის დიდი ნაკადის დროს შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ეს ხარვეზები გასწორებულია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]