კომპანია „ამაზონის“ პირველი სუპერმარკეტი, რომელშიც სალაროები არ არსებობს, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში გაიხსნა. სუპერმარკეტ Amazon Go-ში მომხმარებლები სასურველ პროდუქტებს იღებენ და მაღაზიას ტოვებენ, თითოეულ დახლზე არსებული სასწორი აღებულ საქონელს აღრიცხავს, პროდუქტების საფასური კი მომხმარებელთა „ამაზონის“ ანგარიშიდან ავტომატურად იჭრება.
მაღაზიაში შესასვლელად საჭიროა სპეციალური მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა. შესვლისას და გამოსვლისას მომხმარებლები სმარტფონს სპეციალურ ტურნიკეტზე გაატარებენ.
თავდაპირველად სიახლის მუშაობაში პრობლემები ხალხის დიდი ნაკადის დროს შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ეს ხარვეზები გასწორებულია.