weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ავღანეთში Save the Children-ის ოფისზე თავდასხმისას ხუთი ადამიანი მოკლეს

11:36 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ჰუმანიტარულ ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისში შეიჭრნენ და სულ ცოტა, ხუთი ადამიანი მოკლეს, 12 კი დაჭრეს.

24 იანვარს დილით თვითმკვლელმა ტერორისტმა ორგანიზაციის ოფისთან ავტომობილი ააფეთქა, რის შემდეგაც შენობაში შეიარაღებული ექსტრემისტები შეიჭრნენ და დაცვის წევრებთან შეტაკება დაიწყო. საბოლოოდ, შუადღემდე გაგრძელებული შეტაკება ავღანელი სპეცრაზმელების მიერ ექსტრემისტების ლიკვიდაციით დასრულდა.

მომხდარი თავდასხმის შემდეგ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დროებით აჩერებს ყველა პროგრამას და ავღანეთში ოფისებს ხურავს.

ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children (გადაარჩინეთ ბავშვები) 1919 წელს დაარსდა, ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობს და განვითარებად ქვეყნებში ბავშვებისთვის საგანმანათლებლო, ფინანსურ, სამედიცინო და სხვა სახის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]