weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანია საბერძნეთიდან და იტალიიდან ლტოლვილებს აღარ მიიღებს

13:45 ორშაბათი, 29 იანვარი 2018

გერმანიამ ევროკავშირის საიმიგრაციო პროგრამის ფარგლებში ლტოლვილების მიღება თითქმის დაასრულა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ევროკავშირის ქვეყნები ლტოლვილების  მიღებაზე 2015 წელს შეთანხმდნენ. პროგრამის ფარგლებში გერმანიას 27 ათასი ადამიანი უნდა მიეღო, თუმცა მხოლოდ 10 265 მიიღო: 4894 იტალიიდან, 5371 კი საბერძნეთიდან.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ამ რაოდენობის ლტოლვილების მიღების მიზეზი ის გახდა, რომ მიგრანტების ძალიან მცირე რაოდენობას ჰქონდა საზღვრის გადაკვეთის საფუძველი. პროგრამაში მხოლოდ ის მიგრანტები ხვდებიან, რომელთაც თავშესაფრის მიღების შანსი 75% აქვთ. თუ 2017 წლის დეკემბერში გერმანიამ იტალიიდან 503, საბერძნეთიდან კი 39 ლტოლვილი მიიღო, იანვარში ორივე ქვეყნიდან გერმანიაში სულ 8 ადამიანი ჩავიდა.

აღნიშნული პროგრამა ოფიციალურად 2017 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]