სამართალდამცავებმა ერთ-ერთი სატვირთო შაბათს, გერმანია-საფრანგეთის საზღვართან გააჩერეს. მძღოლი გაიქცა და მოპარული შოკოლადით სავსე მანქანა დატოვა. მეორე ტრაილერი ასევე საფრანგეთის საზღვართან, ქალაქ ლარში იპოვეს. ამჯერად სამართალდამცავებს მძღოლთან ერთად შოკოლადის ორი მესამედიც არ დახვდათ.
პოლიცია ქურდებს ეძებს და მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.