weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ინდოეთში 8 თვის ბავშვი გააუპატიურეს

17:26 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

ინდოეთის დედაქალაქ დელიში 8 თვის ბავშვი გააუპატიურეს. ბი ბი სის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მისი 28 წლის ბიძაშვილია, რომელიც უკვე დააკავეს.

გოგონა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში კვირას მიიყვანეს. დელის ქალთა კომისიის ხელძღვანელის, სვატი მალივალის ინფორმაციით, ბავშვს საშინელი დაზიანებები ჰქონდა და სამსაათიანი ოპერაცია გადაიტანა.

ამ შემთხვევამ ინდოეთს თავზარი დასცა და საპროტესტო ტალღაც ააგორა, თუმცა ბავშვების გაუპატიურების შემთხვევები ქვეყანაში ხშირია. „ბი ბი სი“ 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, წელიწადში ბავშვის გაუპატიურების 19 765 შემთხვევა დარეგისტრირდა. ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 82 %-ით იყო გაზრდილი. „ბი ბი სის“ ცნობით, ქვეყანაში ყოველ 26 წუთში 18 წელს მიუღწეველ ერთ ბავშვს აუპატიურებენ.

ერთწლამდე ბავშვის გაუპატიურების შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც დაფიქსირდა, როდესაც 11 თვის გოგონა მეზობელმა გაიტაცა და მასზე ორი საათის განმავლობაში ძალადობდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]