weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბრიტანელმა მინისტრმა სხდომაზე დაგვიანების გამო თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა

17:02 ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018

დიდ ბრიტანეთში, პარლამენტის ლორდთა პალატის წევრმა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა მაიკლ ბეიტსმა სხდომაზე დაგვიანების გამო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ლორდ ბეიტსის განცხადებით, შერცხვენილია, რადგან ადგილზე არ იყო მაშინ, როდესაც კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა. 

მაიკლ ბეიტსმა ლორდთა პალატის სხდომაზე რამდენიმე წუთით დაიგვიანა, რის გამოც ვერ შეძლო ლეიბორისტული პარტიის წევრის, ბარონესა რუთ ლესტერის კითხვაზე პასუხის გაცემა. 

„ყოველთვის მჯეროდა, რომ როგორც მთავრობამ, უნდა დავაწესოთ თავაზიანობის და პატივისცემის ყველაზე მაღლი სტანდარტი კანონმდებლების ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს. ძალიან მრცხვენია, რომ ჩემს ადგილზე არ ვიყავი და ამიტომ პრემიერ-მინისტრს ვთხოვ, დაუყოვნებლივ გამათავისუფლოს თანამდებობიდან“, - განაცხადა მინისტრმა და დარბაზი დატოვა. 

პარლამენტის წევრებმა მას მოუწოდეს, არ მიეღო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება და დაგვიანებისთვის მხოლოდ ბოდიში მოეხადა. 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან ჩათვალა, რომ ამ ზომის მიღება აუცილებელი არ იყო. სავარაუდოდ, მაიკლ ბეიტსი თანამდებობაზე დარჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]