weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლონეთმა ჰოლოკოსტის შესახებ კანონი მიიღო

11:33 პარასკევი, 02 თებერვალი 2018
ფოტოზე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ფოტოზე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი

პოლონეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს ჰოლოკოსტის შესახებ, რომლის მიხედვითაც პოლონელების ჰოლოკოსტში დადანაშაულება დასჯადი ხდება. კანონი 57 ხმით 23-ის წინააღმდეგ მიიღეს. მის ძალაში შესვლას ქვეყნის პრეზიდენტის ანჯეი დუდას ხელმოწერა ჭირდება.

კანონი კრძალავს პოლონეთის ტერიტორიაზე არსებული ნაცისტური სიკვდილის ბანაკების „პოლონურ ბანაკებად“ მოხსენიებას. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. კანონი ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ დანაშაულის უარყოფისთვის, რომელიც უკრაინელმა ნაციონალისტებმა და უკრაინულმა ორგანიზაციებმა მესამე რაიხთან თანამშრომლობით ჩაიდინეს.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, კანონის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს ისრაელი, რომელმაც პოლონეთი ისტორიის გადაწერის მცდელობაში დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პოლონეთს მოუწოდებდა, კანონი არ მიეღო. „ამ კანონის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არ შეიძლება ისტორიის გადაწერა და ჰოლოკოსტის უარყოფა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

კანონი გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლებამაც. მის აღსრულებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს შეერთებულ შტატებს, არსებობს მოლოდინი რომ ეს კანონი ცუდ გავლენას იქონიებს გამოხატვის თავისუფლებაზე.

ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი თავის გადაწყვეტილებებს არ გადახედავს. მისივე თქმით, ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას ისტორიული სიმართლე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]