weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სატვირთო მანქანის მძღოლმა ორიათასწლოვანი ნასკას ხაზები დააზიანა

10:55 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

პერუში არსებული ორიათასწლოვანი ნასკას ხაზების ნაწილი გასულ კვირას სატვირთო მანქანის მძღოლმა დააზიანა. ხაინერ ხესუს ფლორეს ვირგო მას შემდეგ დააკავეს, რაც გამაფრთხილებელი სიგნალები უგულებელყო, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ზონაში მანქანით შეიჭრა და სამი გეოგლიფი დააზიანა.

პერუს საზოგადოებრივმა სამინისტრომ მანქანის მძღოლისთვის 9-თვიანი პატიმრობა და 5000 პერუული სოლის (1550 $) ოდენობის ჯარიმა მოითხოვა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ მძღოლმა ეს განზრახ ჩაიდინა, შესაბამისად, იგი სასჯელის გარეშე გაათავისუფლეს.

სამხრეთ პერუში, ნასკას უდაბნოში არსებული გეოგლიფები, რომლებიც უძველესმა ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ძვ. წ. 500 - ახ. წ. 500 წლებს შორის პერიოდში შექმნეს, წარმოადგენს სტრუქტურებს, რომლებიც მხოლოდ მაღლიდან დახედვისას ჩანს. ისინი ერთი ხელის მოსმით შესრულებულ ნამუშევრებს ჰგავს. მარტივი თუ გეომეტრიული ფორმების ასობით ხაზიდან 70 ცხოველებსა და ფრინველებს, მათ შორის - ლამებს, იაგუარებს, კოლიბრსა და ადამიანის ფიგურებს ასახავს. ზოგიერთი სწორი ხაზის სიგრძე 49 კილომეტრია, მცენარეთა და ცხოველთა ფიგურების სიგრძე კი 15-დან 365 მეტრამდე.

იმის გამო, რომ დაუდგენელი მიზეზით შექმნილი ნახატების ზომიდან გამომდინარე მათი სრული აღქმა მხოლოდ ზემოდანაა შესაძლებელი, არსებობს მოსაზრება, რომ ნასკას ხალხი საფრენი აპარატების ტექნიკას ფლობდა. ამ მიდგომას ამყარებს ის ფაქტი, რომ უდაბნოს მიდამოებში აღმოჩენილ კერამიკაზე გამოსახულია ფრანები და ბურთები. ზოგიერთი ხაზის ბოლოში არსებულ წრიულ ორმოებში აღმოჩენილია ნახშირის ნამწვავები, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ცხელი ჰაერის საშუალებით საჰაერო ბუშტს უშვებდნენ.

ასევე არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ გეოგლიფები არამიწიერი ცივილიზაციის მიერაა შექმნილი. ამ თეორიის ავტორი ცნობილი შვეიცარიელი მეცნიერი ერიხ ფონ დენიკენია. მისი მოსაზრება სხვა მკვლევარებმაც განავითარეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]