weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მაკედონია საბერძნეთია“ - ათენში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა

11:09 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიისთვის სახელის გადარქმევა მოითხოვეს. ქვეყნის სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონიის“გამოყენებასთან დაკავშირებით ორ სახელმწიფოს შორის უთანხმოება წლებია გრძელდება.

დაახლოებით 140 ათას ადამიანს, რომელიც აქციაზე გამოვიდა, მიაჩნია, რომ აღნიშნული სახელწოდება ქმნის ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველს საბერძნეთის ამავე სახელწოდების რეგიონის მიმართ, რომლის ტერიტორიაზეც ისტორიული მაკედონიის დიდი ნაწილი მდებარეობს.

აქციის მონაწილეებს საბერძნეთის რესპუბლიკის და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დროშები ჰქონდათ, ისმოდა შეძახილები „მაკედონია საბერძნეთია“ და „ხელები შორის მაკედონიისგან“.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თებერვალში წარადგენს პროექტს, რომელიც ამ სადაო საკითხს გადაჭრის. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ყოველგვარი დათმობის წინააღმდეგნი არიან და სიტყვა „მაკედონია“ ამოღებული უნდა იყოს, როგორც გაეროს, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებიდან. სახელმწიფოს სახელწოდებაში „მაკედონიის“ გამოყენების წინააღმდეგია მართლმადიდებელი ეკლესიაც.

მსგავსი აქცია იანვრის ბოლოს საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სალონიკშიც გაიმართა, რომელშიც 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

17 იანვარს საბერძნეთსა და სახელმწიფო მაკედონიას შორის საკითხის დასარეგულირებლად მოლაპარაკება დაიწყო. გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს, მეთიუ ნიმიცს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს შესაძლოა ეწოდოს „ახალი მაკედონიის რესპუბლიკა“.

მაკედონია 1991 წელს გამოეყო იუგოსლავიას და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყანა სახელწოდებით „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“ მაშინ 120-ზე მეტმა სახელმწიფომ აღიარა.

მაკედონია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა ეს საკითხი მანამდე არ გადაწყდება, სანამ საბერძნეთთან კონფლიქტი არ დარეგულირდება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]