ვატიკანში შეხვედრების დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი იტალიის პირველ პირს, პრემიერ-მინისტრს და ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ერდოღანის ვიზიტთან დაკავშირებით რომში დემონსტრაციებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით გაამკაცრეს უსაფრთხოების ზომები. ქალაქში 3500 პოლიციელია მობილიზებული. რომის ცენტრში ე.წ. მწვანე ზონაა მოწყობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საპროტესტო გამოსვლა.