
ჟოელ საჟე - პარიზი, საფრანგეთი: წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე სენა.

ლორინ შმიდი - ხმელთაშუა ზღვა: მაშველს გადაბრუნებული ნავიდან მიგრანტი გამოჰყავს.

აიზეკ ბიოსე - ნაირობი, კენია: ოპოზიციონერი ლიდერის, რაილა ოდინგას მხარდამჭერი ავტობუსიდან ხტება მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

რებეკა კუკი - შარლოტი, მიჩიგანი: შერიფი და მისი თანაშემწეები სასამართლო დარბაზში აკავებენ რანდალ მასგრეივსს, რომლის სამი შვილის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ლარი ნასარს სასამართლომ 175 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფერნანდო ლანო - პუერტო კაბელო, ვენესუელა: ბიჭი ქვეყნის უდიდეს საპორტო ქალაქის ქუჩაში სატვირთოდან დაბნეულ ხორბალს სწრაფად იღებს.

სილვია ისკიერდო - რიო დე ჟანეირო, ბრაზილია: ახალგაზრდა ქალი ბანდა დე იპანემას საკარნავალო აღლუმზე.

მენდი ჩენი - ჰუალიენი, ტაივანი: შენიღბული სნაიპერი ყოველწლიურ წვრთნაზე.

ტედ ალხიბე - ლეგასპი, ფილიპინები: ვულკანი მაიონი სუპერ მთვარის ფონზე.

პოლ კეინი - ლანსელინი, ავსტრალია: ადამიანები ქვეყნის დასავლეთ სანაპიროდან სუპერმთვარეობას აკვირდებიან.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 