weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთიდან ელჩი ოფიციალურად გაიწვია

16:29 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთიდან ელჩი ოფიციალურად გაიწვია. სამინისტროს განცხადებით, ეს ფორმალური აქტია, ვინაიდან ელჩს 2017 წლის მარტიდან ქვეყანაში აღარ უშვებდნენ.

"ნიდერლანდების მთავრობამ გადაწყვიტა ოფიციალურად უკან გაიწვიოს ნიდერლანდების ელჩი ანკარაში, რომელსაც ქვეყანაში შესვლა 2017 წლის მარტიდან აღარ შეუძლია", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთობის გამოსასწორებლად ორ ქვეყანას შორის დაწყებული მოლაპარაკებები ჩაიშალა. ჰააგაში ასევე აცხადებენ, რომ თურქეთის ახალ ელჩს არ მიიღებენ.

თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობა 2017 წლის მარტში, ნიდერლანდებში არჩევნების ჩატარებამდე დაიძაბა. ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ნიდერლანდებში ჩასვლას და თურქულ დიასპორას შორის თურქეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით აგიტაციის ჩატარებას გეგმავდნენ, ვიზების მიღებაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ნიდერლანდების ელჩი ქვეყანაში აღარ შეუშვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]