„ცხოვრებაში ამხელა შიში არ მიჭამია. კოტეჯიდან გამოვედი, რათა მაკე ძროხები შემემოწმებინა, ფანარი რომ ავანთე კი ვეფხვი დავინახე.“ - ამბობს 24 წლის ფერმერი.
აბერდინის პოლიციის დივიზიის შეიარაღებული ოფიცრები ადგილზე მისვლისას ადგილობრივ ზოოპარკსაც დაუკავშირდნენ, რათა გაერკვიათ, ვეფხვი ვოლიერიდან ხომ არ იყო გაქცეული. 45 წუთზე მეტ ხანს დაკვირვების შემდეგ კი პილიციელებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა ფერმერს უბრალოდ ვიღაც გაეხუმრა.