სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 71 ადამიანი იყო - 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. გარდაცვლილების სია ამ დროისთვის ცნობილი არ არის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი უკვე გამოუცხადა.
თვითმფრინავი „ან-148“ ორსკის მიმართულებით მიფრინავდა.
პორტალ Flightradar24-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი 7 წლის იყო. მომხდარზე გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.