გაზის ავზი ერთ-ერთ გარემოვაჭრეს ხალხმრავალ ქუჩაზე აუფეთქდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულები ვერტმფრენებით ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში გადაიყვანეს, სადაც მათი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ორუროს ყოველწლიურ პაგანურ-კათოლიკურ კარნავალში, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია იმართება და UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობს.