ლიმპოპოს პროვინციის პოლიციის წარმომადგენელ მოაჩე ნგოეპეს თქმით, ბრაკონიერისგან მხოლოდ თავი, მცირე ნარჩენები, შაშხანა და ამუნიცია დარჩა, რომელიც პარკში იპოვეს. პოლიცია მსხვერპლის ვინაობას არ ამხელს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ პროვინცია ლიმპოპო უკანასკნელ წლებში ლომებზე უკანონო ნადირობის ზონად იქცა. ბრაკონიერები „დიდ კატებზე“ ნადირობენ როგორც მხოლოდ სურვილის გამო (ე.წ. Trophy Hunting), ასევე - ტრადიციული აფრიკული მედიცინისთვის, რადგან ადგილობრივ სახალხო მედიცინაში ლომის სხეულის ნაწილები გამოიყენება.