weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა

17:47 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა. უკრაინული მედია წერს, რომ ეს ინფორმაცია დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ, იური გრიმჩაკმა დაადასტურა.

"მას შემდეგ, რაც ეკა ზღულაძემ დაასრულა პოლიციის ხელმძღვანელად მუშაობა, უარი თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე და საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა. დღეს ის აღარ არის უკრაინის მოქალაქე", - განაცხადა გრიმჩაკმა.

ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 2016 წლის 11 მაისს მინისტრთა კაბინეტმა დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა თანამდებობის დატოვების თაობაზე.

ეკა ზღულაძე 2006-2012 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]